საზარელი ფაქტი წყნეთში – შვილი მამის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. გავრცელებული ინფორმაციით მომხდარს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, თუმცა მიზეზი უცნობია. მეზობლები ამბობენ, რომ მათ ხმაური არ გაუგიათ და წერექაშვილების ოჯახსაც არაკონფლიქტურადახასიათებენ.
ამ ფაქტთან დაკავშირებოთ, განცხადება გაავრცელა შინაგნ საქმეთა სამინისტრომაც.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამას – 1954 წელს დაბადებულ გ.ც.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. . ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – ნათქვამია შინაგნ საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.