ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ერდოღანი აცხადებს, რომ სტამბოლში ყველა ხმა თავიდან უნდა დათვალონ

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, სტამბოლში მერის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა.
მისივე თქმით, აუცილებელია, ყველა ხმის თავიდან დათვლა.

„სტამბოლში უამრავი დარღვევა დაფიქსირდა. ამიტომ აუცილებელია ყველა ხმის გადათვალა. როდესაც სხვაობა სულ 13-14 ათასი ხმაა, არავის აქვს უფლება გამარჯვებაზე ისაუბროს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, სტამბოლში მერის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატი ეკრემ იმამოღლუ ლიდერობს.

იტვირთბა....