ახალი ამბები

ზურაბიშვილი ივანიშვილის წერილზე – ასეთ იდიოტურ აბრაკადაბრას ვინ უწერს, არ ვიცი

“ესე იგი თან კარგადაა საქმეო და თვალსაჩინო პროგრესი გვაქვსო, თან კოლაფსიაო, რომელშიც ნაცების წყალობით ჩავვარდითო და რომელთაც უნდათ ჯაბას და კიტოვანის ეპოქაში დაგვაბრუნონო, იმ ეპოქაში, რომლის შემოქმედნიც თვითონ იყვნენო.

აი, ასეთ იდიოტურ აბრაკადაბრას ვინ უწერს, არ ვიცი (თუმცა, გონივრული ეჭვი კი მაქვს ვისი კრეატიული შემოქმედება შეიძლება იყოს ფრაზა: “ასეთი იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის ტრაექტორია – თავდაღმართში სვლის ტეხილი”), მაგრამ მთავარი ისაა, რომ თვIთონ მოწონს და ხელს აწერს.

P. S. ევროპული სტანდარტის დემოკრატია რომ გვაქვს, რასაც ეკონომიკა თურმე ობიექტურად ჩამორჩება და ნაცები რომ ბოროტად სარგებლობენ ამით, ეგ აღარაა უკვე საინტერესო. ეგ ძველი ზღაპარია. უფრო სწორად, მოძველებული”, – ასე ეხმაურება “რესპუბლიკური” პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილს.

იტვირთბა....