გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სობისში რამდენიმე კვირის ბავშვი საკუთარ საწოლში გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.
მშობლების თქმით, ბავშვს მწვავე ვირუსული ინფექცია ჰქონდა.
ადგილზე სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიციის ეკიპაჟიც მივიდა. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
“მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილითაა დაწყებული, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.