ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რომ კუსტარულად დამზადებული გაზის გამათბობელი დიდი პრობლემაა” – კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დიღმის მასივში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებაზე განაცხადა, რომ კუსტარულად დაყენებული გაზის გამათბობელი არის ძალიან დიდი პრობლემა.

„ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, თუმცა, ვფიქრობ უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო მოსახლეობასთან იმასთან დაკავშირებით, რომ კუსტარულად დამზადებული გაზის გამათბობლები არის ძალიან დიდი პრობლემა. საჭიროა მეტი ახსნა-განმარტება. რაც შეეხება გაქირავებულ ბინას, იქ ადამიანები ცხოვრობენ და შესაბამისად, უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში, დიღმის მასივში, მეოთხე კვარტალში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

იტვირთბა....