“ისე შემიყვარდა აჭარა საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში, განსაკუთრებით მაღალმთიანი აჭარა, მესიზმრებოდა ხოლმე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ხულოში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ხულოს მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
ხულოში დღეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე მერობის კანდიდატად ირაკლი ჯორბენაძე წარადგინა.