ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ამერიკის კონგრესი საქართველოში რუსეთის და ჩინეთის აგენტურული საქმიანობით ინტერესდება

ამერიკის კონგრესი საქართველოში რუსეთის და ჩინეთის აგენტურული საქმიანობით ინტერესდება. ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცით ვიგებთ, რომ დაინიიცირდა ახალი საკანონმდებლო აქტი, რომელიც სადაზვერვო სამსახურებისგან საქართველოს შესახებ ანგარიშის მომზადებას მოითხოვს.

საკანონმდებლო აქტის ინიციატორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონია. დოკუმენტს ჰყავს თანაავტორი დემოკრატი სტივ კოენიც, რაც ნიშნავს იმას, რომ აგენტურული ქსელის გამოაშკარავების აუცილებლობაზე ვაშინგტონში ორივე პარტია თანხმდება.

რუსული სპეცსამსახურების ქსელებისა და გავლენის აგენტების გამოაშკარავება, ასევე ჩინეთის სადაზვერვო და ეკონომიკური გავლენის ბერკეტების გამოვლენა-ეს იქნება ის ძირითადი ორი მიმართულება, რაც დოკუმენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურებმა უნდა შეისწავლონ.

კანონპროექტი ახლა დადასტურების მოლოდინშია, რომელიც შემდეგ ხელმოსაწერად დონალდ ტრამპს გადაეგზავნება.

იტვირთბა....