დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, გიორგი ბადრიძის შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება ბრექსიტთან დაკავშირებით საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებში უხერხულ კითხვებს გააჩენს.
როგორც მან On.ge-ს განუცხადა, ბრიტანელებმა ზურაბიშვილის განცხადება შესაძლოა, უტაქტოდ და არადიპლომატიურად მიიჩნიონ.
“[გაჩნდება კითხვა] რატომ ჰგონია, რომ ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი წევრი, დიდი ბრიტანეთი, რომელიც მსოფლიოს მეხუთე ეკონომიკაა და ევროკავშირის პოლიტიკური და ეკონომიკური უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, ვიდრე საქართველო, მიუხედავად იმისა თუ რამდენად სურს საქართველოს ევროკავშირში შესვლა. და ესმის თუ პრეზიდენტს რა კრიტერიუმებით სარგებლობს ევროკავშირის ახალი წევრების მისაღებად”, — განაცხადა ბადრიძემ.
ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლაზე საქართველოს პრეზიდენტმა Bloomberg-თან ისაუბრა და თქვა, რომ ბრექსიტი საქართველოს შანსია ევროკავშირში გაწევრებისთვის.
“ჩვენ ამ სიტუაციას ვხედავთ იმ განზრახვით, რომ აქედან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ… ლოგიკურია, რომ ქვეყანას, რომელიც სტაბილურად წინ მიდის და სურს ევროპა, ვერ მოეპყრობი იმ ქვეყანაზე ნაკლებად, რომელიც დროდადრო მას შორდება”, — აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
წყარო: on.ge
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვლმა განაცხადა, რომ საქართველომ უნდა გამოუყენოს ის შანსი, რაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლით ეძლევა და განავითაროს მისი ინტეგრაციისა და შემდგომში ბლოკში გაწევრების პროცესი.