ციტატა

“ვანო მერაბიშვილის მიმართ გაცხოველებული პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს” – ადვოკატი

“ვანო მერაბიშვილის მიმართ გაცხოველებული პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. ეს ადამიანი პოლიტიკური პატიმარია. ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის უარი ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე, გავასაჩივრეთ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გააუქმა აღნიშნული გადაწყვეტილება, ანუ ადმინისტრაციული აქტი და მიუთითა ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისისას, რომ ახლიდან ემსჯელა, ოღონდ ახალი არგუმენტებით. სასამართლოს თქმით, ის არგუმენტები, რითიც მერაბიშვილს უარს ეუბნებოდნენ, უსაფუძვლო იყო. როგორც ჩანს, იუსტიციის სამინისტრო მთლიანად იგნორირებას ახდენს სასამართლოს გადაწყვეტილების და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან ან არ განიხილა, ან განიხილა და პასუხი იქნება უარყოფითი, რომელსაც ალბათ, რამდენიმე დღეში შეგვატყობინებენ”

გიორგი ჩივიაშვილი, ვანო მერაბიშვილის ადვოკატი

იტვირთბა....