მეტროსადგურ “300 არაგველზე” მგზავრებს მატარებლის ვაგონი დაატოვებინეს, თუმცა მიზეზი არ განუმარტეს.
როგორც ადგილზე ერთ-ერთმა მგზავრმა “რუსთავი2-ს” განუცხადა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს მოსთხოვეს რომ სხვა ვაგონში გადამსხდარიყვნენ. რაც შეეხება დაცლილ მატარებელს, ის სპეციალური ჩიხში გადაიყვანეს.
„300 არაგველზე” როგორც კი შევედით, გარედან ატყდა განგაში. თავიდან ჩხუბი გვეგონა და შემდგომ საპატრულო პოლიციის ფორმებით ჩამოიარეს. დაიყვირა ვიღაცამ განგაშიაო და მთელი ვაგონი დაგვცალეს. თან გადაამოწმეს რომ მგზავრი არავინ დარჩენილიყო. შემდეგ ერთად შეგვკრიბეს. თავიდან ინფორმაცია არაფერი არ მოგვაწოდეს. რამდენიმე წუთში გვითხრეს რომ შეგვეძლო შემდეგ გამვლელ ვაგონს გავყოლოდით. არავინ არ თქვა რა მოხდა. უბრალოდ ატყდა ამბავი რომ განგაში იყო და უნდა დაგვეცალა ვაგონები ყველას,“-განაცხადა თამარ ხუციშვილმა.
თბილისის მეტროპოლიტენის განმარტებით, 300 არაგველზე“ ვაგონი ჩიხში ტექნიკური ხარვეზის გამო შევიდა.
„300 არაგველზე“ ვაგონი ჩიხში ტექნიკური ხარვეზის გამო შევიდა. როგორ უნდა მოიქცეს მემანქანე მსგავსს სიტუაციაში ინსტრუქციის მიხედვით არის გაწერილი. სწორედ ამიტომ დაიცალა ვაგონი მგზავრებისგან და ჩიხში შესამოწმებლად შევიდა. მგზავრებმა მომდევნო მატარებლით იმგზავრეს. მოძრაობა არ შეჩერებულა, ამიტომ შეფერხებას ვერ დავარქმევთ. უბრალოდ მგზვრებისგან დაიცალა მატარებელი და ისინი ბაქანზე მომდევნო მატარებელს დაელოდნენ. ეს სიტუაცია დაახლოებით ორ წუთამდე გაგრძელდა“, – განუცხადა “ექსპრესნიუსს” მეტროპილიტენის საზოგადოებასტან ურთიერთობის სამსახურში.