„თუ ბიუჯეტის 2/3 იყო სოციალური, პერსონალური ხარჯებისთვის გათვალისწინებული, ჩვენ პრინციპული რეფორმების შედეგად, შევძელით ის, რომ დღეს თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი მიმართულია ძირითადი შეიარაღების შესყიდვისკენ, თავდაცვის მზადყოფნის ამაღლებისკენ. მინდა გითხრათ, თუ რა კომპონენტებია მნიშვნელოვანი თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, ეს არის: ქვედანაყოფების დაკომპლექტება, აღჭურვა, მუდმივი წვრთნა და ამ ყველაფრის შენარჩუნება, ანუ ინტიტუციური მექანიზმების შექმნა“.
ლევან ოზრია, საქართველოს თავდაცვის მინისტრი
პარლამენტის პლენარული სხდომა