,,დღეს ზუგდიდელი გავხდი. ვიყავი იუსტიციის სახლში და დავაფიქსირე ჩემი საცხოვრებელი ადგილი, მისამართი აქ ზუგდიდში და ძალიან ვამაყობ. მე მგონი ხვალიდან უკვე შედის ძალაში და ვიქნები უკვე ზუგდიდელი. ვნახოთ ზუგდიდელები როგორ მიმიღებენ”, – განაცხადა ოპოზიციური გაერთიანების “ძალა ერთობაშიას” კანდიდატმა სანდრა რულოვსმა, დღეს ზუგდიდის იუსტიციის სახლში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის დროს.
ტელეკომპანია “ოდიშთან” ინტერვიუს დროს რულოვსი აცხადებს, რომ ის ზუგდიდის მცხოვრები გახდა.