ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მაინტერესებს, როგორ განწყობაზე არიან ის ადამიანები, რომლებიც ლამის სამშობლოს მოღალატედ მრაცხავდნენ – ბურჯანაძე სააკაშვილის განცხადებაზე

„ვფიქრობ, სააკაშვილმა გააკეთა სენსაციური განცხადებები. მაინტერესებს, როგორ განწყობაზე არიან ის ადამიანები, რომლებიც ლამის სამშობლოს მოღალატედ მრაცხავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მითქვამს – “რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოში უნდა დარჩნენ”, ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოდან უნდა გავიდნენ და საქართველო იყოს უბლოკო სტატუსის მატარებელი ქვეყანა”. გუშინდელი განცხადებები, მე მგონი, მათთვის შოკისმომგვრელი უნდა ყოფილიყო. ამ ტიპის მოლაპარაკებებზე, რაც გუშინ სააკაშვილმა გაახმოვანა, საქმის კურსში არ ვიყავი. ერთადერთი, ვიცი, რომ მან ნამდვილად თქვა ასეთი ფრაზა რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის დროს – „ჯერ დაგვიბრუნეთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და მერე ჩვენ შეიძლება, ნატო-ზე უარი ვთქვათო”. ამ ფორმულირებით ეს მას ნამდვილად აქვს ნათქვამი. რაც სააკაშვილმა გამოაცხადა, შესწავლის საგანია”,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი განცხადების შეფასებისას.

თქვენ თანახმა იყავით რუსეთის ბაზების დატოვებაზეც, NATO-ზეც უარის თქმაზეც ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ?, – კითხა გადაცემა “კვირის აქცენტების” წამყვანმა ნიკა გვარამიამ საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ინტერვიუს დროს.

“კი, თანახმა ვიყავი, ჩემთვის მთავარი ჩემი ქვეყანაა… ჩვენ მივიღეთ ის მემკვიდრეობა, რომელიც მივიღეთ. რუსები აქ იყვნენ და პრინციპში, რომ არ გასულიყვნენ, მათი გაყრა შეუძლებელიც იყო. გია ვაშაძეს აქვს საუბრის ჩანაწერი”, – განაცხადა სააკაშვილმა.

იტვირთბა....