„ნამდვილად საოცარი ინფორმაცია გავრცელდა. ლევან ხაბეიშვილი, რომელიც იმყოფებოდა სკვერში და მიუთითებდა იმაზე, რომ სკვერში უნდა აშენდეს 12- სართულიანი კორპუსი, რაზეც ასევე სპეციალური ზონალური შეთანხმებით, 12 სართულამდეა გაზრდილი მოცულობა და იჭრება ხეები, ვფიქრობ, არის ნამდვილად სირცხვილი. ბრალდებას, რომ სკვერში ან სკვერის მიმდებარედ შენდება კორპუსი, ესეც აბსოლუტური სიცრუეა. უფრო მეტიც – ტერიტორიაზე, რომელიც მომიჯნავეა და იქ მიმდინარეობს მშენებლობა, არც მოცულობაა მომატებული, არის სამშენებლო ტერიტორია, საზოგადოების საქმიანი ზონა, სადაც ბევრად დიდი ობიექტი შეიძლება აშენებულიყო. უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა ღმერთმა დაიფაროს ასეთი „მომავლის პოლიტიკოსებისგან“
კახა კალაძე