პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ ის, რაც ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეზე მოხდა, მისთვის კომედიაა.
ხუხაშვილის განცხადებით, ზუგდიდში ივანიშვილის ვიზიტი არ იყო ბუნებრივი.
“მე თავს შევიკავებ ზუსტი შეფასებისგან. თუმცა, ის ადამიანები, ვინც ივანიშვილს უგეგმავენ და არწმუნებენ, რომ ეს კარგია, ცინიზმში გადადის ეს ყველაფერი. რამდენად დაბალი წარმოდგენის უნდა იყო საკუთარ ხალხზე, რომ თვლიდე ასეთი რაღაც შედეგს მოგცემს. ივანიშვილის ზუგდიდში ვიზიტში, რა თქმა უნდა, არ იყო ბუნებრიობა. როგორც იდეა, ასევე შესრულება იყო უხარისხო. თუმცა, ვიღაცას მიაჩნია, რომ ეს გენიალური სვლებია. ჩემთვის ეს კომედიაა. ბიძინა ივანიშვილზე არ ვამბობ, მთლიანად ზვიადიზმის აფეთქებაზე ვამბობ, ზვიადის მიმართ ქართული ოცნების წევრების სიყვარულის ბუშტის გახეთქვა. ვინც ჩახედულია ამ ყველაფერში, ძალიან კომედიურად გამოიყურება.
რაც შეეხება ეკლესიაში ივანიშვილის ვიზიტს, კულტურული მართმადიდებლობაც მისაღებია. შეიძლება, არ იყო მორწმუნე, მაგრამ ტრადიციებს პატივს აგებ. ამიტომ, ამ ეპიზოდს კრიტიკულად არ შევხედავდი. კომედიურად მიმაჩნია, ზვიადიზმის აფეთქება. შარშან ამ დროს ზვიადი არც ერთს უხსენებია და არავის გახსენებია. რაც მთავარია, მატი აპოლოგეტები გენიალურ პოლიტიკურ სვლად მიაჩნიათ. ხალხს ბრბოდ მიიჩნევენ. ამ უუბედურებაში ვართ”, – აცხადებს ხუხაშვილი.