პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი სოფელ ხიბულაში იმყოფებოდა.
ყოფილმა პრემიერმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ადგილი მოინახულა,
მოსახლეობასაც შეხვდა და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
მანამდე კი მან წერილი გამოაქვეყნა.
წერილში ივანიშვილი ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავს იუბილეს ეხმაურება.
“აქვე აუცილებლად უნდა ითქვას – ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, არის ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი”, – წერს ივანიშვილი.