მთავარი ციტატა

ნათელაშვილი მეუფე პეტრეზე – მიშისტი მეუფის გარდასახვა მოთაფლულ ბიძინისტად

“ვინც უსმენთ მეუფე პეტრეს ახლა რეაქციაზე ალბათ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ იხილეთ მიშისტი მეუფის გარდასახვა მოთაფლულ ბიძინისტად.პირადად მე არ გამკვირვებია.როდესაც ეს ბატონი საპატრიარქოს ტელევიზიას ხელმძღვანელობდა, ჩვენ ისეთი ცენზურა დაგვიწესა, რაც თვით ნაცმოძრაობასაც არ დასიზმრებია. სანამ ეს ღვთით მოვაჭრე ყანდურები წყვეტენ ჩვენს ბედს ნამდვილად არაფერი გვეშველება.ბოდიში თუ ვინმეს გული ვატკინე”, – წერს სოციალურ ქსელში “ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ზუგდიდში ვიზიტზე საუბრობდა.

იტვირთბა....