ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის მერის, კახა კალაძის სახლთან გადაინაცვლეს.
ისინი კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
შეგახსენებთ, ამ წუთებში საპროტესტო აქცია – “დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ” მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები დააზიანეს ბანერი და სამშენებლო ობიექტთან მდებარე კედელი. მათ ასევე სცადეს სავალი გზის დაკავება, რის გამოც დააკავეს 6 ადამიანი, მათ შორის არიან: ვახუშტი მენაბდე, გიორგი სოფროაძე, დავით სუბელიანი, ცოტნე ცხვედიანი.
ფოტოს ავტორი: Karl Megulashvili