ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ” – მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება

“დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ”! – ამ ლოზუნგით დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, საპროტესტო აქცია გაიმართება.

სოლიდარობის ქსელის ორგანიზებული საპროტესტო აქცია გუშინ, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე, მიწის მასის ქვეშ ორი მუშის მოყლლის შემდეგ დაიგეგმა.

როგორც აქციის ორგანიზატორები აღნისნავენ, სახელმწიფომ ადამიანების ჯანმრთელობაზე მხოლოდ იმის გამო არ უნდა იზრუნოს, რომ ევროკავშირმა დაავალა.

“კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან მთავრობის ეკონომიკური ექსპერიმენტების გამო?
კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის გამო?
კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან განვითარების ასეთი მოდელის გამო?
კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან ბიზნესის გამო?
კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან უმოქმედო შრომის კოდექსის გამო?
კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან თავისუფალი ბაზრის გამო?

დღეს, 31 მარტია, კვირა დღე და თბილისში ბიზნესის ინტერესებს კიდევ ადამიანების სიცოცხლე ეწირება. რისთვის შრომობენ ადამიანები? რომ ერთ დღეს სამსახურში მიწამ ჩაიტანოთ და სიცოცხლე ასე დაასრულონ?

ეს არ არის ინდიფერენტულობა, ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის ადამიანების წამება! ეს უნდა დასრულდეს! უკვე ინდივიდუალურად და კოლექტიურადაც უნდა გვაწუხებდეს ასეთი ამბების მხოლოდ პოსტად გაზიარება და მივიწყება!

ჩვენ სახელმწიფო არ გვიცავს, ამიტომ პირდაპირი ბრძოლის და გაერთიანების გარდა არაფერი დაგვრჩა!

გამოდით ყველა, ვისაც შეშფოთების აღარ გჯერათ. გამოდით იმისთვის რომ ადამიანების წამება და სიკვდილი დასრულდეს!

სახელმწიფომ ადამიანების ჯანმრთელობაზე მხოლოდ იმის გამო არ უნდა იზრუნოს, რომ ევროკავშირმა დაავალა. სახელმწიფოს პრიორიტეტი ადამიანი უნდა იყოს! ვითხოვთ შრომის ინსპექციას შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი დღესვე მიენიჭოს”, აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.

იტვირთბა....