“სოფიო კილაძე მომავალი თაობის უმეცრებას უჭერს მხარს და პედოფილების იოლ ლუკმად ხდის.
მარიამ ჯაში ილია ჭავჭავაძის თაოსნობით, ყველა პატრიოტ ქართველ ლიბერალს აფურთხებს სულში.
და ეს ხალხი მელაპარაკება მე საქართველოს, ქართული კულტურის სიყვარულზე და ერის, მომავალი თაობის სიჯანსაღეზე.
ქვესკნელის, სიბნელისა და გაუნათლებლობის მაშხალებო!”, – წერს სოციალურ ქსელში “ტაბულას” დამფუძნებელი თამარა ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას პარლამენტის განათლების კომიტეტმა მხარი დაუჭირა. კანონპროექტს ექვსმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი კი წინააღმდეგი წავიდა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით და ოჯახის მოთხოვნის შემთხვევაში