ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქართველი, ე.წ. კანონიერი ქურდის დასაკავებლად, 24-ე სართულზე პოლიცია სახურავიდან ჩავიდა (ვიდეო)

როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რამდენიმე დღის წინ მოსკოვის სპეციალური დანიშნულების სამსახურის წარმომადგენლებმა დააკავეს ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მერაბ გოგია, მეტსახელად “მელია”.

სამართალდამცველებს მისი დაკავებისას, რომელიც 24-ე სართულზე ცხოვრობდა, სპეცოპერაცია ჩაატარეს და სახურავიდან ჩავიდნენ აივანზე (იხილეთ ვიდეო).

მელიამ ძალოვნებს წინააღმდეგობა გაუწია და მისი დაკავება ფიზიკური ძალის გამოყენებით მოხდა.

გოგიას სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 3 პასპორტი, რომელსაც “მელია” უკანონოდ იყენებდა.

როგორც რუსული პრესა წერს, თავის დროზე გოგიას სერიოზული დაპირისპირება მოუვიდა ცნობილ ქუთაისელ ე.წ. კანონიერ ქურდთან და კრიმინალურ ავტორიტეტ ტარიელ ონიანთან.

თავის დროზე გოგიას ესპანეთიდან დეპორტაცია მოხდა. მან მოახერხა და თბილისში ჩასვლას თავი აარიდა და რუსეთს შეაფარა თავი, რის სანაცვლოდაც, როგორც რუსული პრესა წერს, 1 მილიონი დოლარის გადახდა მოუწია.

ამ მომენტისთვის გოგია მოსკოვის ერთ-ერთ იზოლატორში იმყოფება. სულ ჯამში კი რუსეთში მან 3-ჯერ მოასწრო სასჯელის მოხდა.

 

 

იტვირთბა....