“გაჭირვება მაჩვენე და ხიბულას ტალახში ამოსვრილ Zilli-ს ხუთიათასიან ფეხსაცმელს გაჩვენებო.
პ.ს. გეგონება შარშანწინ მე ვიჭრიდი ვენებს, რომ თბილისის საკრებულოს გამსახურდიას სახელი აეროპორტისათვის არ მიენიჭებინა”, – წერს სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, სოფელ ხიბულაში მდებარე სახლში, სადაც ზვიად გამსახურდია ტრაგიკულად დაიღუპა, ფონდი „ქართუ“ მუზეუმს გახსნის, ამასთანავე, მუზეუმის გარშემო გაკეთდება დასასვენებელი პარკი და აშენდება ეკლესია.