პარტია „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, სოფელ ხიბულაში მდებარე სახლში, სადაც ზვიად გამსახურდია ტრაგიკულად დაიღუპა, ფონდი „ქართუ“ მუზეუმს გახსნის, ამასთანავე, მუზეუმის გარშემო გაკეთდება დასასვენებელი პარკი და აშენდება ეკლესია.
სოფელ ხიბულაში ვიზიტისას ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
„გაზიფიცირებაც დავუჩქაროთ, წყალიც დავუჩქაროთ აქ, ყველაფერი… ბიუჯეტს არ ექნება, მე გავაკეთებ, ჩათვალეთ, რომ ამას ის კაცი გიკეთებთ, ვინც აქ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა“, -მიმართა ადგილობრივებს.