საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის შეფასებით, სირცხვილია, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე ჯერ კიდევ გამოუძიებელია.
როგორც ბახტაძემ ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას.
„დღეს საქართველოა პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. მისი ღვაწლი საქართველოს მრავალსაუკუნოვან ოსტორიაში არის სრულიად განსაკუთრებული. ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა. მე ისევე, როგორც ჩემი მეგობრები ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე. რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ეს ტრაგედია ჯერ კიდევ გამოუძიებელია, ნამდვილად დიდი სირცხვილია ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას, დაველოდოთ მოვლენებს. ბუნებრივია, ამ ყველაფერს უნდა დაესვას წერტილი და ქართული საზოგადოებისთვის უნდა იყოს ნათელი თუ რა მოხდა. დაველოდოთ მოვლენებს. ყველა ჩვენგანს აქვს კითხვის ნიშნები და ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საქმეა, რომ ყველა მოქალაქემ იცოდეს, რა მოხდა”,- განაცხადა პრემიერმა.