ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქალი, რომელიც ხაშურში დანით დაჭრეს, კვლავ მართვით სუნთქვაზეა

ქალი, რომელსაც ხაშურში დანით 6 ჭრილობა მიაყენეს, კვლავ მართვით სუნთქვაზეა.

როგორც ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები აცხადებენ, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია,  დანით მიყენებული ჭრილობების გამო,  მას არაერთი ორგანო აქვს დაზიანებული.

პაციენტი ქირურგიის ცენტრში ხაშურის საავადმყოფოდან,  ოპერაციული ჩარევის შემდეგ გადაიყვანეს.

24 მარტს ხაშურის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სალონში მოხდა, ქალს, სავარაუდოდ, მეუღლემ დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ბრალდებული დაკავებულია.

იტვირთბა....