მთავარი ციტატა

მაღრაძე – ვისაც მიაჩნია, რომ „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის მორალური ზღვარი წაიშალა, შემოგვიერთდით 13 აპრილს

„მინდა, მივმართო ქართულ საზოგადოებას, მათ ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს ხვალინდელი დღე გათავისუფლებულია ივანიშვილ-სააკაშვილის უკვე უსაფუძვლო და უსაგნო დაპირისპირებისგან, რომელიც მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლის ველად გადაიქცა და დაცლილია ზნეობრივი შინაარსისაგან, შემოგვიერთდით 13 აპრილს 14:00 საათზე ფილარმონიაში „დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეკრებაზე. მათ, ვისაც მიაჩნია, რომ „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის მორალური ზღვარი წაიშალა და დაპირისპირებას აღარ აქვს ღირებულებითი საფუძველი, შემოგვიერთდით 13 აპრილს. მათ ვინც, განსაცდელში ინარჩუნებდით ღირსებას და მთ ვინც, მომავალში ღირსებით ცხოვრებას აპირებთ შემოგვიერთდით. „ნაციონალურ მოძრაობა“ წარსულს უარყოფს, „ოცნებამ“ კი მომავალი უარყო, შევეცადოთ შევქმნათ ასპარეზი ახალი ქართული მომავლისთვის, რომელსაც მეხსიერებაც ექნება და პერსპექტივაც. ეს არ არის მხოლოდ საორგანიზაციო შეკრება, მე ვიწვევ ქართულ ფართო საზოგადოებას. განსაკუთრებით მინდა ყურადღებით მოეკიდოს ამას ჩვენი ახალგაზრდობა, რადგან ეს მოძრაობა წარმომიდგენია, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის ესტაფეტა, რომლის დროშაც ჩვენმა შემდგომმა თაობამ უნდა ატაროს. მინდა გისურვოთ, რომ გათენდეს თავისუფალი დღე საქართველოში“, – განაცხადა დავით მაღრაძემ დღეს ვერის პარკში.

წყარო: პირველი არხი

იტვირთბა....