საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, მასაც აქვს ინფორმაცია, რომ 2016 წელს, ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო სიაში ეკა ბესელიას ჩასმა არ უნდოდა.
თუმცა კილაძე არ აკონკრეტებს როგორ მოხვდა ბესელია სიაშია და იყო ტუ არა ეს გიორგი კვირიკაშვილის პირადი გადაწყვეტილება.
„მეც მაქვს ინფორმაცია და ვადასტურებ, რომ ეს სინამდვილეს შეესაბამება. გიდასტურებთ, იყო ამაზე საუბარი, რომ 2016 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილი აძლევდა რეკომენდაციას კონკრეტულ პირებს, მაშინდელ ხელმძღვანელობას, რომ ეკა ბესელია არ ყოფილიყო სიაში“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
შეგახსენებთ, ბესელიამ განცხადებით, მამუკა მდინარაძემ მისი სალანძღავი გზავნილი, რომლის გაგზავნაც სხვებისთვის უნდოდა, შემთხვევით მას გაუგზავნა.
მდინარაძე აცხადებს, რომ მისთვის უკვე ნათელია, ვისგან გადიოდა ჩატებიდან სხვადასხვა გზავნილები, რომელსაც საზოგადოება სატელევიზიო ეთერებიდან იგებდა. მისი თქმით, მესიჯებს, რომელსაც ასეთი აჟიოტაჟი მოჰყვა, დეპუტატ ნინო წილოსანს უგზავნიდა და შემთხვევით ეკა ბესელიას გაუგზავნა.