aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

“ბიჭი ჩემს თვალწინ სისხლისგან იცლებოდა”: სისხლიანი გარჩევა დიდ დიღომში

aviabiletebi
ავიაბილეთები

დიდ დიღომში სისხლიანი გარჩევის შედეგად დაშავებული ბიჭი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში მრავალჯერადი დაზიანებებით მიიყვანა. როგორც სააგენტო „პრაიმტაიმი“ თვითმხილველზე დაყრდნობით იუწყება, პეტრიწის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში დაახლოებით 20-მდე ახალგაზრდა ჩხუბობდა. მისივე თქმით, გარჩევა პირადი ურთიერთობების გარკვევას და გოგოს ეხებოდა.

“პატრული რომ მოვიდა, მას სასწრაფო მოყვა. სადარბაზოში დააწვინეს. ბიჭი ჩემს თვალწინ სისხლისგან იცლებოდა. ექიმებს თხოვდა, დროზე წამიყვანეთო. ის არ იყო იმ უბნელი. საავადმყოფოში წაიყვანეს. მას მერე მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, – უყვება „პრაიმტაიმს“ თვითმხილველი.

112-ში მომხდარს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ დაჭრილი ქირურგიის ცენტრში გადაიყვანეს.

primetime.ge

 

იტვირთბა....