„ძალიან მწყდება გული, რომ საკმაოდ გამოცდილმა იურისტმა, პოლიტიკური ისტორიით მებრძოლმა ადამიანმა ეკა ბესელიამ გადაწყვიტა, რომ ბიძინა ივანიშვილზე შეტევა თავის ნარატივად გაიხადოს, პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე პოზიციები გაიმაგროს და ამით „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულ სტრატეგიაში ჩაჯდა. ირაკლი კობახიძის გვარს ახსენებს და თვითონაც კარგად იცის, რომ ეს არის მოგონილი, სიცრუე, მაგრამ რეალურად, ისრები მიმართულია ბიძინა ივანიშვილისკენ. მთავარია, გეგმა, ეს რატომ სჭირდება. პოლიტიკურ ველზე საკმაოდ რთულია საკუთარი ნიშის დამკვიდრდება და ეს აქვს აღებული მთავარ პოლიტიკურ მიმართულებად. ჩემთვის სერიოზული მორალური პრობლემაა იმის ყურება, რაც ჩემს თვალწინ ვითარდება“.
გია ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი
ამავე თემაზე: “კობახიძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მე უკვე დავასრულე”
“ვიდრე გადაწვავს ირაკლი კობახიძე პარლამენტს, იქნებ უშველოს მისმა პატრონმა”
ირაკლი კობახიძე: ეკა ბესელიას ხელი უნდა გავუწოდოთ, რომ გამოვიდეს რთული მდგომარეობიდან