ეკა ბესელიას ხელი უნდა გავუწოდოთ, რომ გამოვიდეს იმ რთული მდგომარეობიდან, რომელშიც არის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის აზრით, ბესელიამ დაკარგა ძალაუფლება – მისთვის მთავარი პრიორიტეტი.
„ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი ეკა ბესელიასთან პოლემიკაში შესვლა. პირიქით, მას სჭირდება თანადგომა. ხელი უნდა გავუწოდოთ, რომ გამოვიდეს იმ რთული მდგომარეობიდან, რომელშიც არის. ეს არ არის ირონიით ნათქვამი. მას სჭირდება არა პოლემიკა ჩვენი მხრიდან, არამედ დახმარება და თანადგომა. მას ცხოვრებაში აქვს თავისი პრიორიტეტები. ეს არის პირველ რიგში, ძალაუფლება და მან დაკარგა ის მთავარი, რაც არის მისთვის მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ემოციურ ფონზე ის აკეთებს არასწორ განცხადებებს, ტანდემშია “რუსთავი2″-თან. ჩვენ არაერთი გადაცემა ვნახეთ, რომელიც ერთად მოამზადეს და ეს ბუნებრივია, ძალიან მარტივი შეცდომებია, რომელიც საზოგადოებისთვის ძალიან თვალსაჩინოა,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ