ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში გარდაცვილი გოგონას ოჯახის წევრებმა საავადმყოფოს ეზოში მდუმარე აქცია გამართეს

ბათუმში გარდაცვილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ოჯახის წევრებმა ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში მდუმარე აქცია გამართეს.

ისინი ითხოვენ, რომ შეუჩერდეს ლიცენზია იმ ექიმს, რომელსაც ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალებაში ადანაშაულებენ.

მათი განმარტებით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. ელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას და აქციაების გაგრძელებას აანონსებენ.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში 29 წლის მელანო ფუტკარაძე გარდაიცვალა.

მედიასაშუალების ინფორმაციით, გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ პაციენტი მუცლის არეში ტკივილებით თავდაპირველად რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა ის მალევე სახლში გაწერეს.

იტვირთბა....