დღეს აღსრულების პოლიციამ ბათუმის კერძო საბავშვო ბაგა-ბაღ ჯადოსნური სამყაროს თანამშრომლები და აღსაზრდელები შენობიდან გამოიყვანა.
ჯავახიშვილოს ქუჩაზე მდებარე შენობა მერიის კუთვნილებაა. აქ ბაღი 13 წელია, ფუნქციონირებს და ამჯერად 30-მდე აღსაზრდელი ჰყავთ.
მერია ირწმუნება, რომ შენობა შეუსაბამოა, არ არის დაცული უსაფრთხოების წესები. ასევე, არის ანტისანიტარია და საბავშვო ბაღისთვის არასათანადო პირობები. ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს
ბაღის პედაგოგები პრეტენზიას გამოთქვამენ გამოსახლებასთან დაკავშირებით. ისინი აცხადებენ, რომ რამდენიმეთვიან ვადას ითხოვდნენ ალტერნატიული ფართის მოსაძებნად.
აღნიშნულ შენობაში ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი ცოვრობდა, რომელიც ნათესავებთან გადაიყვანეს.