ახალი ამბები მედია მთავარი

სულხან სალაძე: არ ვთვლი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის კრემლის გაგრძელება

“საია-ს იურისტის, გიორგი გოცირიძის განცხადება არის მისი პირადი და არა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოფიციალური პოზიცია”, – ამის შესახებ პირველ არხს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განუცხადა.

„მე არ ვთვლი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის კრემლის გაგრძელება. არც იმ გადაცემასა და არც იმ კვლევას არ შევაფასებ, მაგრამ თუ თქვენი კითხვაა, არის თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი კრემლის ერთგვარი გაგრძელება, ჩემი პასუხი არის – არა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, გიორგი გოცირიძის მოსაზრება არის მისი პირადი მოსაზრება და არ გამოხატავს საია-ს პოზიციას. ეს არის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გამოთქმული მისი მოსაზრება“, – განაცხადა სულხან სალაძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გიორგი გოცირიძე მიიჩნევს, რომ რუსები საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად უკვე საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს იყენებენ.

„საზოგადოებრივ მაუწყებელს კრემლი აკონტროლებს, ჩვეულებრივი „რაშა თუდეის“ ქართული რედაქციაა, ჩნდება კითხვა, ბევრ გადასახადს ვიხდი და ოკუპანტს რატომ უნდა ვუხადო, ჩემი გადასახადი“, – წერს გიორგი გოცირიძე.

იტვირთბა....