თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგა.
როგორც “მეტრონომს” სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ერთ-ერთი მატარებლის ტექნიკური პრობლემის გამო, აუცილებელი გახდა შემადგენლობის ჩიხში გადაყვანა.
მათივე განცხადებით, მოძრაობა 10-15 წუთში აღდეგა.
შეგახსენებთ, თბილისის მეტროში პრობლემა გუშინაც შეიქმნა,როცა მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრებს მოძრავი შემადგენლობის დაცლა მოსთხოვეს.