ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა

“მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტების სიაშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა.

ვარკის ფონდი მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან გასცემს, ფინალისტები კი ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან.

შეგახსენებთ, რომ ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის მოხვდა. „გლობალ თიჩერ 2019“-ის ფინალისტები ჰოლივუდელმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.

ლადო აფხაზავა დუბაიში იმყოფება. „გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 24 მარტს გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

იტვირთბა....