ახალი ამბები მთავარი სამართალი

უკრაინამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის გამოძიება განაახლა

უკრაინის პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის გამოძიება განაახლა.

ინფორმაციას ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი ავრცელებს.

საქმე ეხება სააკაშვილის მხრიდან ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას.

აღნიშნული საქმის გამოძიება უკრაინის პროკურატურამ 2018 წლის 6 მარტს შეწყვიტა.

იტვირთბა....