მთავარი საზოგადოება ციტატა

“ბოროტების სისტემას აქვს თავისი ცენტრალური არტერია” – სამადაშვილი

“ბიძინა ივანიშვილის ბოროტების სისტემა და მმართველობის რეჟიმი ემყარება დღეს სწორედ თეა წულუკიანის საქმიანობას. ამიტომ ვიდრე ივანიშვილი იქნება ამ ქვეყნის მმართველი, თეა წულუკიანიც, რა თქმა უნდა, დაიკავებს იუსტიციის მინისტრის პოსტს. თეა წულუკიანი შეუცვლელია არა მისი ღირსების, არამედ სწორედ უღირსი გადაწყვეტილებების გამო.

როდესაც ვინმეს მორალს წაუკითხავთ, მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ ბრძანდებით ის პოლიტიკოსი, რომელმაც საკუთარი თანაგუნდელები, პოლიტიკური მოკავშირეები, ის ხალხი ვისთან ერთადაც იბრძოდი, გაწირეთ, მგლის ხახაში ჩააგდეთ, „კაბელების საქმეს“ ვგულისხმობ, თქვენი თანაგუნდელები გახდნენ მსხვერპლი ივანიშვილის რეჟიმის და ხმა არ ამოგიღიათ. ასე, რომ მორალს ნურავის წაუკითხავთ მომავალში”

სალომე სამადაშვილი

იტვირთბა....