ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოციალური მუშაკები 25 მარტიდან გაიფიცებიან

სოციალურმა მუშაკებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან განაცხადეს, რომ 25 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მუშაკები გაიფიცებიან,.

გადაწყვეტილების შესახებ მათ უწყებას ოფიციალური წერილით მიმართეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტროს მიერ დანიშნულმა მედიაციამ შედეგი ვერ გამოიღო და სოციალური მუშაკების 22 პუნქტიანი მოთხოვნიდან სრულად სამინისტრომ არც ერთი შეასრულა.

„ჩვენ გვქონდა 22 პუნქტიანი მოთხოვნა, რომლისგანაც არც ერთი შესრულებულა. გვქონდა ორი მედიაცია, ორივემ უშედეგოდ ჩაიარა, ამიტომ კანონმდებლობის შესაბამისად სამი დღით ადრე ვატყობინებთ სამინისტროს გაფიცვის შესახებ“, – განმარტა სოციალურმა მუშაკმა, თამარ წიკლაურმა.

სოციალურმა მუშაკები შრომის პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული პროექტების მოგვარებას, ხელფასების ზრდასა და სხვადასხვა სერვისის განვითარებას ითხოვდნენ.

იტვირთბა....