ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მუშაკები იფიცებიან

სოციალურ მუშაკთა საინიციატივო ჯგუფის წევრმა ქეთი ხუციშვილმა ლიბერალს განუცხადა, რომ გუშინ ჯანდაცვის სამინისტროში მედიაციის ფარგლებში გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

მისი თქმით, 5-საათიანი შეხვედრა, რომელსაც მინისტრის მოადგილე და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობა ესწრებოდა, უშედეგოდ დასრულდა.

ქეთი ხუციშვილი ამბობს, რომ გაფიცვის შესახებ წერილს სამინისტროში დღეს შეიტანენ. მისი ინფორმაციით, სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცებიან.

სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა სამუშაო პირობების გამო, რომელიც მათი თქმით, საფრთხეს უქმნის დასაქმებულებისა და ბენეფიციარების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, შრომითი პირობების გაუმჯობესების და სამიზნე ჯგუფებისთვის შესაბამისი მომსახურებების შექმნის მიზნით შრომითი დავა წამოიწყეს. სოციალურმა მუშაკებმა შემათანხმებელი პროცედურების დაწყების თაობაზე 2019 წლის 8 თებერვალს მიმართეს სამინისტროს.

მედიაციის პროცესი 18 თებერვალს დაიწყო და მათი თქმით, უშედეგოდ დასრულდა – „მოდავე მხარეს არ მიგვიღია არავითარი რეალური დაპირება“. მედიაციის დასრულების შემდგომ, სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვის უფლება მოიპოვეს.

იტვირთბა....