aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

კიბერშეტევა თიბისი ბანკზე – რუსთაველის 12 ნომრიდან კომპიუტერებია ამოღებული

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩატარებულია დღემდე არაერთი საგამოძიებო მოქმედება, გამოკითხვები, ამოღებულია კომპიუტერები, მათ შორის რუსთაველის 12 ნომრიდან. მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება, შესწავლა. ვერ გეტყვით, როდის დასრულდება გამოძიება, ამ ყველაფერს დრო სჭირდება, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მეზვრიშვილის თქმით, თუ საჭირო გახდა, კოკა ყანდიაშვილიც დაიკითხება.

მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება, შესწავლა. ვერ გეტყვით, როდის დასრულდება გამოძიება, ამ ყველაფერს დრო სჭირდება. რაც შეეხება კითხვას კოკა ყანდიაშვილის შესახებ, ამ ეტაპზე გამოკითხული არ არის. როგორც კი ამის საჭიროება დადგება, აუცილებლად დაიკითხება. შსს -სთვის არასოდეს ყოფილა პრობლემა გამოკითხვა თანამდებობრივი სტატუსის მიუხედავად“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თიბისი ბანკმა წერილით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს რომ „თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევა სწორედ რუსთაველის 12 ნომრიდან განხორციელდა.

იტვირთბა....