ახალი ამბები მთავარი სამართალი

წულუკიანი – არ ვთვლი, რომ მაჩალიკაშვილის საქმეში სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეში სახელმწიფოს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

როგორც წულუკიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, დამტკიცებული არაა, რომ სახელმწიფო მაჩალიკაშვილის მკვლელობაში დამნაშავეა.

“მე არ ვთვლი, რომ სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა, რადგან ეს დამტკიცებული არ არის. თქვენ ხან გოგაშვილის, ხან ვიღაცების გვარებს იძახით. ეს თქვენ დაადგინეთ?! მე ეჭვი არ მაქვს, რომ სოსო გოგაშვილმა ვიღაც დახვრიტა. თუ ამ სიტყვებით გინდათ, ასე გეტყვით. ეს ეჭვი თუ გაქვთ, ან დაამტკიცეთ, ან ნუ ატრიალებთ სახელებსა და გვარებს. ის საპარლამენტო კომისია, რომელიც თქვენ შექმენით ხორავას ქუჩის ტრაგედიის გამოსაძიებლად… დამიბარეთ და კითხები შეიმუშავეთ… თუ მაჩალიკაშვილის საქმეზე კომისია შეიქმნება, მაშინ ვისაც დაიბარებთ, მათთვის კითხვები მაინც მოამზადეთ. წესიერად გამოიძიეთ თუ იძიებთ,” – განაცხადა წულუკიანმა.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში, შუბლის არეში სასიკვდილოდ დაჭრეს.

იტვირთბა....