ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ შეიძლება რომელიმე რელიგიური ორგანიზაცია იყოს უპირატესი” – მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე

მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას, რომლითაც სასულიერო პირები, გარდა მართლმადიდებლებისა, სამხედრო სამსახურის გადავადებით ვეღარ ისარგებლებენ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება რომელიმე რელიგიური ორგანიზაცია უპირატესი იყოს სხვა რელიგიურ ორგანიზაციასთან მიმართებაში.

“კანონპროექტი, რომელიც დღეს სავარაუდოდ, დარეგისტრირდება საკანონმდებლო ორგანოში, ვფიქრობთ, რომ არის ძალიან სერიოზული პრობლემის შემცველი, განსაკუთრებით დისკრიმინაციული. არ შეიძლება რომელიმე რელიგიური ორგანიზაცია უპირატესი იყოს სხვა რელიგიურ ორგანიზაციასთან მიმართებაში.

რაც შეეხება მუსლიმი თემის დამოკიდებულებას, ზოგადად მუსლიმ თემს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ უჭირს, არასოდეს გაქცეულა სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან. ჩვენ, როგორც მოქალაქეები, ვალდებულები ვართ დავიცვათ ქვეყნის დემოკრატიულობა, ამ ქვეყნის სეკულარიზმი, თანასწორობა და თანასწორუფლებიანობა. არ უნდა დავუშვათ, რომ რაიმე სახის დისკრიმინაციას თანხმობა ჰქონდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბრძოლა ამ მიმართულებით,” – განაცხადა ნაკაიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ბიუროს ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა წარედგინება, რომლის მიხედვით, სასულიერო პირები, გარდა მართლმადიდებლებისა, სამხედრო სამსახურის გადავადებით ვეღარ ისარგებლებენ, დღეს წარედგინება.

იტვირთბა....