ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დისკრიმინაციაა რელიგიური მიზნით, ყოვლად მიუღებელია” – ვაშაძე

ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი და “ძალა ერთობაშია“-ს ლიდერი გრიგოლ ვაშაძე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას აფასებს.

როგორც მან განაცხადა დისკრიმინაციაა რელიგიური მიზნით, ყოვლად მიუღებელია.

მისივე თქმით, კანონპროექტი “უგუნური და ერთუჯრედიანი ხალხის” მომზადებულია.

„ქართულ ოცნებაზეა ნათქვამი ფრაზა – უნდოდათ უკეთესად და გამოუვიდათ როგორც ყოველთვის. ის რომ ჯარს ყურადღება უნდა და ეს ე.წ ხელისუფლება ამ ჯარს ყურადღებას არ აქცევს და გაგვიმრავლდა ცრუ რელიგიები, რომლებიც ჯარისგან ათავისუფლებენ ადამიანებს გაუგებარი მიზეზების გამო, ვითომ მღვდელმსახურები არიან, რაც დაცინვაა ჩვენი სახელმწიფოსი, შეიარაღებული ძალების – ეს ყველას გვესმის, მაგრამ თვითონ კანონპროექტი არის უგუნური, ერთუჯრედიანი ხალხის მომზადებული. არ შეიძლება ამის ესე ჩამოყალიბება. ნორმალური, კეთილშობილური ვითომ მისწრაფება საბოლოოდ ჩამოყალიბდა ისევ სულელურ გადაწყვეტილებად. აუცილებელი არის, რომ ყველა მოქალაქემ მოიხადოს თავის ვალი სახელმწიფოს და შეიარაღებული ძალების წინაშე და მინდა გითხრათ, რომ არ არსებობს ევროპული ქვეყანა , სადაც გაწვევითი არმია არის და სადაც ადამიანი ამბობს, რომ თავის რელიგიური მოსაზრებების გამო არ შეუძლია შეიარაღებულ ძალებში მსახური, ამაზე არის მარტივი პასუხი -გაიარე ალტერნატიული სამსახური, მაგრამ დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით ყოვლად მიუღებელია”, -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ბიუროს 18 მარტს ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა წარედგინება, რომლის მიხედვით, სასულიერო პირები, გარდა მართლმადიდებლებისა, სამხედრო სამსახურის გადავადებით ვეღარ ისარგებლებენ.

იტვირთბა....