„რამდენად არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, როდესაც პრობლემები ისედაც არ გაკლია და ახალი პრობლემები მოიგონო. ჩვენ არ გვჭირდება პრობლემების მოგონება, ჩვენ პრობლები ისედაც გვაქვს საოკუპაციო ზოლთან. ამ პრობლემების გადაჭრაზე მუშაობენ მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი და ჩვენი უცხოელი პარტნიორები. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოვახდინოთ პრევენცია. ამ დროს პრობლემების მოგონება, მერე კომენტარების კეთება პოლიტიკური წრეებიდან არის სულ მცირე უხეში სპეკულაცია. ამაზე უარესი სიტყვები არ მინდა გამოვიყენო და თავისი სახელი დავარქვა. ჩემს რეპუტაციას გავუფრთხილდები და მხოლოდ ვიტყვი, რომ იმას, რაც იკადრეს ჩვენმა ოპონენტებმა იმისთვის, რომ ნეგატიური „აჯენდა“ შეექმნათ, სახელს არ დავაქმევ“.
მამუკა მდინარაძე, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე