ოთარ კახიძეს ჰგონია, რომ თუ უკუღმა გვეტყვის, ამით მოგვატუებს. ჩვენს მოტყუებას ცდილობენ და ხალხს რას უშვრებიან, ხომ წარმოგიდგენიათ, – ამის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მამუკა მდინარაძის შეფასებით, იმ კანონპროექტის მიხედვით, რომელიც „ევროპულ საქართველოს“ სურს პარლამენტში შეიტანოს, დეპუტატებს მოსამართლეობის 252 კანდიდატის განხილვა მოუწევთ.
მისივე თქმით, კანონპროექტი, რომელიც ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“, დახვეწილია და ამაში საზოგადოება უახლოს მომავალში დარწმუნდება.
„ამ კანონპროექტს პრობლემები აქვს კონსტიტუციასთან. ერთი ადამიანი არ შეიძლება აღჭურვო საბჭოს უფლებამოსილებით, გამორიცხულია. სიტყვა სისულელე არ მოსწონთ, მაგრამ ეს არის სისულელე, სხვას ვერაფერს დაარქმევ. წარმოუდგენელ კომენტარებს აკეთებენ თუ საერთოდ სხვა მესიჯები აქვთ და სხვა მიზნები. პოლიტიკური სითავხედეც აღარ ჰქვია ამას“, – განაცხადა მამაუკა მდინარაძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდმომიდან გამოსვლის სემდე.
სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების შესარჩევ კრიტერიუმებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვისას, ოთარ კახიძემ და მამუკა მდინარაძემ იკამათეს.
„შენ ცდილობ მე მომატყუო, ორი დღეა ატყუებთ დეპუტატებს და ხალხს რას უშვები წარმომიდგენია“, უთხრა მდინარაძემ კახიძეს. რაზეც ამ უკანასკლენლმა უპასუხა:
„დამშვიდდი მამუკა, ტყუილების მეტი არაფერი გიკეთებიათ შენ და შენ პოლიტიკურ გუნდს 7 წლის განმავლობაში“,- განაცხადა კახიძემ.