ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საკრებულომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დაამტკიცა

გენგეგმის პროექტს 37 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ოთხი კი წინააღმდეგ წავიდა.

გეგმგეგმის პროექტი საკრებულოს დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ წარუდგინა. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა აგებულია ოთხ ძირითად პრინციპზე – მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და მედეგი ქალაქი. გენგეგმის პროექტში ურბანული განაშენიანების და განვითარებისთვის ახლებური მიდგომებია ასახული. ასევე განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ისტორიულ-კულტურული ნაწილის განვითარებას და ლანდშაფტურ მნიშვნელობაზე.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც დოკუმენტში აისახა, ეხება სატყეო ზონისა და სამი ტიპის რეკრეაციული ზონის შემოღებას.

ამასთანავე, ახალი გენგეგმის მიხედვით, იკრძალება K2 კოეფიციენტის გადაჭარბების გაზრდა. დაიხვეწა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა ზონირების საკითხები, დაიხვეწა რუკა, დატანილი იქნა გაცემული სამშენებლო ნებართვები და გრგ-ები, შეიქმნა თემატური რუკები, რომელშიც აისახა შიდა საუბნო გამწვანებები, ხაზობრივი ნაგებობები, დაზუსტდა ქონებრივი საკითხების გადაწყვეტის გზები მესაკუთრეთა უფლებების მაქსიმალური გათვალისწინებით. უზრუნველყოფილი იქნა შეზღუდვის ქმედითი ინსტრუმენტების დანერგვა ქაოსური განაშენიანებისა და გეოლოგიური თვალსაზრისით საფრთხის შემცველი არეალების სამშენებლოდ განვითარებისთვის.

გენერალურ გეგმაში გათვალისწინებულია ოთხი ახალი საქალაქო პარკის პროექტირება-მოწყობა და 11 განაშენიანების ჩარჩო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს აღნიშნული ტერიტორიების შემდგომი განაშენიანების პერსპექტივას.

დოკუმენტის თანახმად, ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტის ზონაში, ახალი მშენებლობების ნებართვები არ გაიცემა, თუმცა ყველა ძველი მშენებლობა დასრულდება.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტზე „სითი ინსტიტუტი“ 2015 წლიდან მუშაობდა, თუმცა მერიამ პროექტი რამდენჯერმე დაიწუნა, რის გამოც მისი მიღება ამ დრომდე ჭიანურდებოდა. დოკუმენტის შესაქმნელად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 800 000 ლარი იქნა გამოყოფილი.

სხვა ამბები

“მიშას დროს უსასტიკესი დანაშაულები, პლუს სახელმწიფო ინსტიტუციების შენება იყო”

newsadmin

„ხაზარაძე, როგორც ბანკირი, შეიძლება არ იმსახურებდეს სოლოდარობას”..

newsadmin

სამეფო კარის თამაშების მე-8 სეზონის პოსტერი გამოქვეყნდა

newsadmin

მაია ცქიტიშვილი: ვაგრძელებთ მუშაობას, როგორც კონსორციუმთან, ასევე ბანკებთან

newsadmin

ოქრუაშვილი პრეზიდენტზე: იქნებ, შემდეგი წლების განმავლობაში, საერთოდ ხმა არ ამოიღოს და დადუმდეს

newsadmin

“თქვენ აპირებდით ორღობის გზის გაყვანას, ქართული რკინიგზის სტანდარტებით”

newsadmin
იტვირთბა....