ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

SABUKO: ბრაკონიერმა გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივის მართვე მოკლა

გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივი 2019 წლის 11 მარტს, სოფელ ქვემო ბოდბის მიმდებარედ ბრაკონიერმა მოკლა.

ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საბუკო”  ავრცელებს.

“სამწუხაროდ გვიწევს გაცნობოთ რომ გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივის მართვე (სახელად SABU 03), რომელსაც საბუკომ 2017 წელს GPS გადამცემი დაუმაგრა 2019 წლის 11 მარტს, სოფელ ქვემო ბოდბის მიმდებარედ, ბრაკონიერის მიერ იქნა მოკლული. მის გვამს სწორედ ჩვენი გადამცემის საშუალებით მივაკვლიეთ.

▪️ უკანასკნელ სამ წელიწადში, 13 დანიშნული არწივიდან 11 სხვადასხვა მიზეზების გამო დაიღუპა. სტატისტიკა მეტად დრამატულია და ჩვენი მხრიდან დაუყოვნებელ ქმედებებს მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ”, – ვკითხულობთ საბუკოს განცხადებაში.

სამწუხაროდ გვიწევს გაცნობოთ რომ გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივის მართვე (სახელად SABU 03), რომელსაც საბუკომ 2017…

Gepostet von SABUKO – Society for Nature Conservation am Dienstag, 12. März 2019

იტვირთბა....