ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქართულ პოლიტიკაში გვყავს ხუთი ექსპერტი, რომელთა არც ერთი პროგნოზი არ მართლდება” – კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში გვყავს ხუთი ექსპერტი, რომლებსაც ამდენი წლის განმავლობაში ჰქვია ექსპერტი. თითოეული მათგანი არის ერთგვარი ვანგა ქართულ პოლიტიკაში, რომელთა არც ერთი პროგნოზი დღემდე არ გამართლებულა

„წარმოიდგინეთ ფეხბურთში ექსპერტი, რომლისთვისაც შეუძლებელია რომელიმე ანგარიშის გამოცნობა. როცა ვერც ერთ ანგარიშს გაარტყამს ფეხბურთის ექსპერტი, ხომ აღარ დაუძახებთ მეხუთედ, მეექვსედ.. არიან ადამიანები, ე.წ. ექსპერტები, რომლებიც ვერცერთ პროგნოზს ვერ არტყამენ ვერც 2012 წლის შემდეგ და ვერც მანამდე და დღემდე ითვლებიან ექსპერტებად. ჩვენ კი რატომღაც გვიწევს მათ კომენტარებზე კომენტარების გაკეთება, რაც დროის ფლანგვაა“ – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....