მეორე დღეა, გორში 15 წლის მოზარდს ეძებენ – არსებული ინფორმაციით, მოსწავლე გუშინ, 14:00 საათზე გავიდა სახლიდან და უკან აღარ დაბრუნებულა. ინფორმაციას რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.
რადიო “მოზაიკა” ამ თემაზე დეიდას ესაუბრა. მისი თქმით, 15 წლის ბიჭი ვერხვებიდან ჭალის მიმართულებით წავიდა, თუმცა მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას მეორე დღეა ვერ იგებენ.
“ვესაუბრე ყველა მის მეგობარს, მაგრამ არავინ იცის, სად არის. ბოლოს დედამ ნახა. არანაირი კამათი არ ჰქონია სახლში. არ ვიცით, სად შეიძლება იყოს”, – გვითხრა დეიდამ.
ის მოქალაქეებს სთხოვს, რომ ინფორმაციის ქონის შემთხვევაში, შემდეგ ნომერზე დაუკავშირდნენ: 598 306 777