საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “თიბისი” ბანკის გარშემო შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბანკის სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა გადავიტანოთ.
„ყველაფერი გამოძიებული იქნება. მათ შორის, ძირითადი საქმე, რომელზეც საუბარია. ნებისმიერი თანმდევი პროცესი, რომელიც ამ საქმეს უკავშირდება, გამოძიებული იქნება. ჩვენთვის მთავარია, ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში არ გადავიტანოთ. ამის უამრავი მცდელობაა. მათ შორის, იმ სახით, რომ მაგალითად, ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირება მოახდინა. მაშინ, როდესაც ამ საქმესთან დაკავშირებით ახლა დაიწყო გამოძიება. ეს პოლიტიკური სპეკულაციებია. სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა გადავიტანოთ. ამისკენ ყველას მოვუწოდებ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.